საზოგადოება
ტექნიკურ მეცნიერებათა პროფესორი, დოქტორი, პარლამენტის წევრი გია არსენიშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა. არსენიშვილი საკანონმდებლო ორგანოში 2008 წელს თელავის რაიონიდან აირჩეს, პარლამენტში ის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. 1995-2000 წლებში ის იყო პრეზიდენტის რწმუნებული კახეთში, შემდეგ - სახელმწიფო მინისტრი.
2001-2004 წლებში გია არსენიშვილი ავსტრიაში, უნგრეთში, სლოვენიაში, სლოვაკეთსა და ჩეხეთში ელჩად მუშაობდა.