სამართალი
საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი სიტყვით გამოვა პანელში „შავი ზღვის რეგიონი - საქართველოს, უკრაინისა და აღმოსავლეთ პარტნიორების პერსპექტივები“

Shutze-sam3საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში გაემგზავრა. ირაკლი ალასანია კემბრიჯის უნივერსიტეტის ქლიარის კოლეჯში ბრიტანულ-ქართული საზოგადოების მე-2 ყოველწლიურ სემინარში მიიღებს მონაწილეობას.

სემინარზე მოწვეულ სტუმრებს ირაკლი ალასანია საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს გააცნობს და საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. სიტყვით გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივები და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობა იქნება. ირაკლი ალასანია რეგიონალური უსაფრთხოების საკითხსაც შეეხება.