სამართალი
საქართველო, 20 ივნისი. საქინფორმი. ცესკოს განცხადებით, N40 ახალქალაქის და N65 მარტვილის საოლქო კომისიებში შეიჭრნენ „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ წევრები და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომისიის წევრებს.
ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით, რომ ცესკოს განცხადება წარმოადგენს ბინძურ ცილისწამებას და „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ დისკრედიტაციის მცდელობას.
საოლქო კომისიებში ამ დროს იმყოფებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები, ჟურნალისტები და რიგითი მოქალაქეები, რომლებმაც საკუთარი თვალით იხილეს იქ განვითარებული მოვლენები. არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. სხდომას ესწრებოდა სუს-ის თანამშრომელი, რომელიც თავს ასაღებდა ვინმე პარუმაშვილად, რომელმაც შეურაცხმყოფელი ტერმინებით გამოიწვია სიტუაციის ესკალაცია.მოვითხოვთ ცესკოსგან ბოდიშის მოხდას არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის.