საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად გიორგი კვერენჩხილაძე დანიშნა
საქართველო, 20 ივნისი,
საქინფორმი. 2014 წლის იანვრიდან დღემდე
გიორგი კვერენჩხილაძე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილედ მუშაობდა. გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტია და წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატში სხვადასხვა თანამდებობაზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
იგი კითხულობდა ლექციებს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. არის სამართლის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის პროფესორი და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი. გიორგი კვერენჩხილაძემ ამ თანამდებობაძე დავით პატარაია შეცვალა.