პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დავით პატარაია დაინიშნა

Radovid-pol3საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე დავით პატარაია იყო პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. სხვადასხვა წლებში იგი მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში. წლების განმავლობაში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას და კითხულობდა ლექციებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ხოლო შემდგომ - იურიდიულ ფაკულტეტზე. არის სამართლის დოქტორი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.