პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ახალ მრჩევლად თენგიზ ფხალაძე დანიშნა, რომელიც 2008 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრს

chotibu-pol2საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. ცნობისთავის: თენგიზ ფხალაძე არის აშშ- ატლანტიკური საბჭოსა და ბრიტანეთის საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტის (Chatham House) წევრი. სხვადასხვა წლებში იგი იყო საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის დიპლომატიური პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი. კითხულობს ლექციებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.