უცხოეთი
საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. ლუგანსკსა და დონეცკის ოლქებში სადამსჯელო ოპერაციების დროს დაიღუპა 356 ადამიანი, მათგან 257 - მშვიდობიანი მოსახლე.
ეს მონაცემები გაეროს ადამიანთა უფლებების დაცვის სამმართველოს მოხსენებიდანაა. ამასთან, აღნიშნულში გაეროს კომისიამ სახალხო მოლაშქრეები დაადანაშაულა.
თავის მხრივ, მოსკოვში განაცხადეს, რომ ეს მოხსენება, ფაქტობრივად, უკრაინის ხელისუფლებისთვის ინდულგენციას წარმოადგენს მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვის გაგრძელებაზე.
„ვფიქრობ, ძალიან ბევრი დასავლეთში უკვე ხედავს, რა ხდება უკრაინაში, - ამბობს ნიქსონის ცენტრის პრეზიდენტი, პოლიტოლოგი დიმიტრი საიმსი, - თუმცა, ეს ჯერ მინიმალურად აისახება მედიაში, მაგრამ ქათმის სიბრმავე დიდხანს ვერ გაგრძელდება“.
თვალის ახელა, უპირველესად რუსი ჟურნალისტების დამსახურებაა, რომლებიც წინა ხაზზე მუშაობენ. ძალადობამ და უკანონობამ უკრაინაში ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ კიევის ხელისუფლება სულ უფრო იშვიათად ახერხებს ამის დამალვას, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციები თვალს აღარ ხუჭავენ და ესე იგი, დიდი შანსია, რომ სამხედრო დანაშაულები გამოძიებული იქნეს და დამნაშავეებს პასუხი აგებინონ.