უცხოეთი
დამტვრეული „ლამბორჯინის“ პატრონი სმას იწყებს

lamborgini-ucx-2საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. იტალიური სუპერკარი Lamborghini-ს მფლობელმა არმენ გრიგორიანმა, რომელმაც ოთხშაბათ ღამით მოსკოვის ცენტრალური უნივერმაღის ერთ-ერთი ვიტრინა შელეწა, განაცხადა, რომ სმას დაიწყებს. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„მე ვსვამ. ორიოდე კვირის შემდეგ შევხვდებით!“ - დაწერა მან, თუმცა მოგვიანებით ეს პოსტი წაშალა.

ცოტა ხნის წინ საიტი LifeNews იტყობინებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. ინციდენტი 18 ივნისს მოხდა. ავტომანაქანის მძღოლმა, რომელიც პეტროვკის ქუჩაზე გადაადგილდებოდა, რაღაც მომენტში საჭე ვერ დაიმორჩილა და დიდი სიჩქარით ავარდა ტროტუარზე, სადაც ბოძს წამოედო და უნივერმაღის ვიტრინა შელეწა.

ავარიის შედეგად არავინ დაზარალებულა. 12 მლნ-იან „ლამბორჯინს“ კი წინა და უკანა ბამპერი და ფარები დაუზიანდა.