უცხოეთი
რუსეთის მოქალაქე მართვის მოწმობის გარეშე ჯავშანტრანსპორტიორის მართვისთვის დააკავეს

bronevik-ucx-1საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. ვოლოგდის ოლქში, პირდაპირ ჩერეპოვეცის ცენტრში რუსეთის სახელმწიფო ავტოინსპექციის თანაშრომლებმა გააჩერეს... ჯავშანტრანსპორტიორი.

„ინტერფაქსის“ ცნობით, ინსპექტორების ყურადღება დაჯავშნულმა სადაზვერვო-სათვალთვალო მანქანამ მიიპყრო, რომელიც მირის ქუჩაზე მოძრაობდა. დოკუმენტების შემოწმებისას მძღოლმა ტრაქტორისტ-მემანქანის მართვის მოწმობა წარმოადგინა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მასში არ იყო მითითებული სამხედრო ტრანსპორტის მართვის კატეგორია.

ჯავშანტრანსპორტიორი სპეცსადგომზე დააყენეს შემდგომი მითითებების მიღებამდე. ინსპექციის ცნობით, სამხედრო მანქანა ოფიციალურად დარეგისტრირებულია როგორც თოვლ და ჭაობმავალი.