მარნეულში განმეორებითი კენჭისყრა 29 ივნისს ჩატარდება
საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი.მარნეულში, გაუქმებულ უბნებზე განმეორებითი კენჭისყრა 29 ივნისს ჩატარდება. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა. "მედიასაშუალებებით გავრცელებული ვიდეოების შესწავლის და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ, გაუქმებულია მარნეულის ორი, №25 და №57 უბნის შედეგები. ამ ორ უბანზე 29 ივნისს გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა", -განაცხადა აზარაშვილმა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 25-ე და 57-ე საარჩევნო უბნებზე გადაღებული ვიდეომასალა წარმოადგინა, რომელშიც, პარტიის ლიდერების შეფასებით, გაყალბებაა ასახული.