სამართალი
ნინო ბურჯანაძე: „კალაძეს, რომელიც 26 მაისის პერიოდში იტალიაში ნებივრობდა, არ აქვს მორალური უფლება, ჩვენზე ილაპარაკოს“

ninikaxi-sam-3საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. ნინო ბურჯანაძე კალაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ბურჯანაძე  გარიგებული იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ეს 26-მა მაისმა დაადასტურა, როდესაც მას კორიდორი გაუკეთეს.

კალაძემ უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე იმ მოტივით, რომ თურმე მე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ვიყავი. მაშინ კალაძემ ბოლომდე მიიყვანოს საქმე და თუ ასეთი პრინციპულია, უარი განაცხადოს თავისი კოალიციის ლიდერებთან თანამშრომლობაზე. შევახსენებ, რომ ბატონი შავიშვილი ფორუმიდან, ბატონი ზვიად ძიძიგური „კონსერვატიული პარტიიდან“ და ბატონი ლევან ბერძენიშვილი „რესპუბლიკური პარტიიდან“, ჩემგან განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლები და სააკაშვილთან ერთად ამ მოძრაობის თანათავმჯდომარენი იყვნენ,“- განაცხადა ბურჯანაძემ გადაცემაშირეაქცია“.

მისივე განმარტებით, მან კახა კალაძეს 2011 წლის 26 მაისის აქციების წინ ხალხის გვერდით დგომა შესთავაზა, თუმცა კალაძემ შეთავაზებაზე უარი თქვა.

კახი კალაძეს 26 მაისამდე ხალხის გვერდით დადგომას ვთავაზობდი, რაზეც მან მიპასუხა, რომ ბიზნესი აინტერესებს და არა - პოლიტიკა. ბატონ კალაძეს, რომელიც 26 მაისის პერიოდში იტალიაში ნებივრობდა, არ აქვს მორალური უფლება ჩვენზე ილაპარაკოს“, -განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.