სამართალი
საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. ირაკლი შიხიაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის რანგში, ივნისის ბოლოს 350 პროცენტიან პრემიას - 12 000 ლარს აიღებს. ამას მისი ყოველთვიური ხელფასი 3 540 ლარიც დაემატება.რადიო „კომერსანტი" ინფორმაციის გადამოწმებას ირაკლი შიხიაშვილთან, ნინო თევდორაძესთან, ჯაბა სამუშიასთან და ზაზა გაბუნიასთან შეეცადა. მათგან "კომერსანტის" ზარს მხოლოდ ზაზა გაბუნიამ უპასუხა.
გაბუნიას თქმით, ინფორმაცია რომ რაღაც პრემიების დარიგება იგეგმებოდა, მისთვის ცნობილია, თუმცა ბიურო არ გამართულა და შესაბამისად, გადაწყვეტილებაც არ ყოფილა მიღებული.
ცნობისთვის: საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის ხელფასი - 3 540 ლარია. პირველი მოადგილის -2950 ლარი, დანარჩენი მოადგილეების - 2850 ლარი. კომისიის თავმჯდომარეეების ხელფასი კი -2600 ლარს შეადგენს.