საზოგადოება
საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტები რუსთაველის თეატრში გამართულ კონცერტს დაესწრნენ

presidents-sazogad-2-mtavსაქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რუსთაველის თეატრში საიათ ნოვას 300 წლისთავისად მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა  სერჟ სარქისიანსა და სომხური დელეგაციის წევრებს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლა. მაღალი რანგის სტუმრების წინაშე საიათ ნოვას შემოქმედება ცნობილმა ქართველმა და სომეხმა შემსრულებლებმა წარმოადგინეს.

presidents-sazogad-2-qvem