პოლიტიკა
საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. გუშინ პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის და სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის შეხვედრა ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებული ფორმატით გაიმართა.
საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ფართო სპექტრი განიხილეს და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.გარდა ამისა შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკურ და ინფრასტრუქტულ პროექტებზეც ისაუბრეს. პრეზიდენტებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის ტურიზმისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სომხეთის პრეზიდენტს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის.