აქტუალური
საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი.. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სერჟ სარგსიანს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი დახვდნენ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომეხ კოლეგას შეხვდება პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით. შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.მოგვიანებით სერჟ სარგსიანი გიორგი მარგველაშვილთან ერთად რუსთაველის თეატრში საიათნოვას დაბადების 300 წლისთავისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტსაც დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.
სომხეთის პრეზიდენტი შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთანაც გამართავს.
სერჟ სარგსიანი საქართველოდან სომხურ დელეგაციასთან ერთად ხვალ, 19 ივნისს გაემგზავრება.