სამართალი
„ადამიანი, კანონი, თავისუფლება“: დადგეს საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლების დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი

1-vergicani-sam1საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. მარნეულში მომხდარ ფაქტს ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“-ს თავმჯდომარე გიორგი ჭულუხაძე ეხმაურება:

„მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაისაჯონ ის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ გაყალბებაში. მართალია კადრებში ნაკლებად ჩანს ვინ ესწრება იმ მომენტისთვის კონკრეტული გაყალბების ფაქტებს, მაგრამ დანაშაულია როგორც მონაწილეობის მიღება, ასევე უბნის დატოვება და ფაქტის იგნორირება. აუცილებელია ეს პირები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან და მათ არ უნდა მიეცეთ უფლება ამ უბნებზე ხელმეორედ ჩასატარებელ არჩევნებში წარმოადგენდნენ ცესკოს. ამასთანავე, ცესკომ სამომავლოდაც უნდა შეიკავოს თავი ამ პირების საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებაში მონაწილეობის მიღებისგან“, – განაცხადა ჭულუხაძემ.