უცხოეთი
საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. უკრაინის მთავრობა აპირებს მოკლევადიანი დაზავების პერიოდში ამბოხებულებს „კორიდორი“ შესთავაზოს, რათა მათ დატოვონ ქვეყანა, განაცხადა უკრაინის პირველმა ვიცე–პრემიერმა ვიტალი იარემამ.
„პრეზიდენტის გეგმაა – დროებითი დაზავება. „ბოევიკებს“ შევთავაზებთ კორიდორს, აგრეთვე ამნისტიას, გარდა იმ „ბოევიკებისა“, რომელთაც მძიმე დანაშაული ჩაიდინეს. დაიწყება მოლაპარაკებები, რათა შეწყდეს სისხლისღვრა“, – განაცხადა ვიტალი იარემამ. მისი თქმით, თუ ამბოხებულები ოფიციალური კიევისაგან შეთავაზებულ პირობებზე უარს იტყვიან, მაშინ „ოპერაცია განხორციელდება თვისობრივად სხვა დონეზე“, – თქვა ვიცე–პრემიერმა.