სამართალი
დღეს, დილის 5 საათზე, განმეორებით ჩამოწოლილმა დიდი მოცულობის მიწამ და კლდის ნაშალმა თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე, რიკოთის გვირაბის დასავლეთით მთლიანად ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი

1-Cat-sam3საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. მომხდარის გამო, საავტომობილო გზის 136–152 კმ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე, გარდა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა.

მეწყერის ადგილზე იმყოფება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე ნუგზარ გასვიანი. ამ წუთისთვის რიკოთის უღელტეხილის 146-ე კილომეტრზე მობილიზებულია  შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.