ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საუბარი მიმდინარეობს არჩევნების განსაკუთრებით დაბალ აქტივობაზე, რომელსაც ვერ დავეთანხმებით. 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების აქტივობა შეადგენდა 47%. ცესკოს მონაცემებით 2014 წლის ანალოგიური მაჩვენებელი 43.31% შეადგენს. ფაქტია, რომ რეალურად წინა თვითმმართველობის არჩევნებს, უკანასკნელი არჩევნები 3.69% ჩამოუვარდება. თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომელიც 2010 წლისათვის უკავშირდებოდა ამომრჩეველთა სიებს და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აღმოჩენილ უამრავ ყალბ პირადობის დამადასტურებელი მოწმობების არსებობას.
აქვე მინდა მოგაწოდოთ ინფრომაცია 1998, 2002, 2006 წლების საკრებულოს არჩევნების აქტივობის შესახებ, რათა კიდევ უფრო ნათელი გახდეს დინამიკა. 1998 წელს აქტივობა შეადგენდა 39%-ს, 2002 წელს - 45%-ს, ხოლო 2006 წელს - 35%. ნათელია, რომ კლებასთან საქმე არ გვაქვს.
ზოგადად, თვითმმართველობის არჩევნები რომ დაბალი აქტივობით გამოირჩევა ეს ცალსახად დასტურდება ცესკოს ზემოთ მოცემული ოფიციალური მონაცემებიდან და ამ არჩევნების შედარება საპრეზიდენტო ან საპარლამენტო არჩევნებთან, მიგვაჩნია რომ არის სპეკულირება პოლიტიკური პარტიების მხრიდან.
ორგანიზაციამ მონიტორინგის პროცესში დააფიქსირა სულ 2 დარღვევის ფაქტი, რომელზეც შედგა ოქმები. დარღვევები ძალიან უმნიშვნელო იყო, ერთ-ერთ უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის მხრიდან მცდელობა, ხელმეორედ შესულიყო უბანზე, თუმცა მარკირების არსებობის დაფიქსირების გამო, იგი არ იქნა დაშვებული უბანზე.
დღის განმავლობაში ჩვენი არაერთი კოლეგა ორგანიზაციის მიერ ვრცელდებოდა ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობის პროცესზე. მათი მხრიდანაც დაფიქსირდა საკმაოდ საყურადღებო დარღვევები, თუმცა როგორც ჩვენ, ასევე ისინიც საუბრობდნენ, რომ დარღვევები უმნიშვნელო ხასიათისაა და ძირითადად პროცედურულ ხასიათს ატარებს.
ორგანიზაციამ გააანალიზა არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ დღის განმავლობაში გამართული ბრიფინგები და დაფიქსირდა, რომ დარღვევების აბსოლუტური უმრავლესობა, დაახლოებით 80-90% უკავშირდება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიერ ტექნიკური ხასიათის დარღვევებს. მსგავსი შემთხვევები 2013 წლის არჩევნებშიც იყო და ამაზე რეკომენდაციითაც მივმართეთ საჯარო სივცეში ცესკოს, რათა მეტი ყურადღება დაეთმობოდა კადრების კვალიფიციურობაზე ზრუნვას. ვერ ვიტყვით, რომ ცესკოს მხრიდან ამ საკითხის დარეგულირებას ყურადღება არ დაეთმო, თუმცა პრობლემები ისევ რჩება. შესაძლებელია, რომ ეს დარღვევები პროვოცირებულიც იყოს, რადგან დესტრუქციული ძალები ამ არჩევნებშიც ინარჩუნებდნენ გავლენებს ამა თუ იმ საარჩევნო ოლქებში.
ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ მთლიანობაში დადებითად აფასებს არჩევნების ჩატარების პროცესს და მიუთითებს, რომ მიუხედავად მიღწეული შედეგებისა. რიგი საკითხები საჭიროებს დახვეწას.
მივმართავთ ხელისუფლებას ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევენები იყოს კიდევ უფრო დემოკრატიული და თავისუფალი, რათა ქვეყნის ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში გახდეს შეუქცევადი პროცესი. გამოვლენილი დარღვევები, რომელიც დაფიქსირდა მარტვილში და ანაკლიაში მყისიერად იქნას გამოძიებული და გატარდეს კანონის შესაბამისი სადამსჯელო ღონისძიებები.
ორგანიზაცია მოუწოდებს ცესკოს საპარლამენტო არჩევნებამდე არსებული დრო გამოიყენოს ეფექტურად და კომისიის წევრების კვალიფიციურობის დონე აამაღლოს სათანადო სტანდარტამდე, რათა ამომრჩეველს არ შეექმნას დისკომფორტი არჩევანის გაკეთების დროს.
უმნიშვნელოვანესია დაიგეგმოს და განხორციელდეს პროექტები, რომელიც მოახდენს არჩევენების პოპულარიზაციას ამომრჩეველთა აქტივობის გაზრდის კუთხით. ცალსახაა, რომ ამომრჩეველს ვერ ვაიძულებთ მივიდეს საარჩევნო ყუთებთან, თუმცა ქვეყანამ უნდა შეძლოს დადებითისკენ შეცვალოს საზოგადოების წარმოდგენა არჩევნების მიმართ.