ხონის რაიონში საარჩევნო უბანი 20-მდე პირმა დაარბია
საქართველო, 16 ივნისი,
საქინფორმი. 15 ივნისს ხონის რაიონში საარჩევნო ყუთები დალეწეს, ბიულეტენები დახიეს და კომპიუტერული ტექნიკა დაამტვრიეს. აღნიშნულ უბანზე პოლიცია ღამის განმავლობაში იყო მობილიზებული.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ ხონში, ძეძილეთის თემში არსებული 22-ე სააარჩევნო უბნის დარბევის ფაქტი გაახმაურა და აღნიშნა, რომ უბნის დარბევაში ხონიდან ასული 20-მდე პირი მონაწილეობდა, რომელთაც პოლიციამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია. „ჩვენ გავაფრთხილეთ პოლიცია, რომ ადგილზე გაძლიერებინა დაცვა. დარბევაზე პოლიციის პასუხი ასეთი იყო: რა ვქნათ, ჩვენც გადაგვიარესო,“ , – განაცხადა ბობოხიძემ.