სამართალი
„ხისმჭრელ“ უგულავას სახელზე სარჩელს შეიტანენ

wadrebi-sanapiroze„მწვანეთა პარტიის“ შემდეგ დედაქალაქის მერს უკვე „კონსერვატორები“ უჩივიან, მიზეზი კი „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების მოჭრაა.
ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, თბილისის მერის - გიგი უგულავას სახელზე „კონსერვატორები“ საჩივარს შეიტანენ.
მისი აზრით, უგულავასთვის სულ ერთია ქალაქის იერსახე და მისი მომავალი. „ლაგუნას მიმდებარე ტერიტორიაზე 50 ხე მოიჭრა. ესთეტიკური, ეკოლოგიური და ტურიზმის თვალსაზრისით, ხეების გაჩეხვა მიუღებელია. ისინი თბილისს ალამაზებს, ეკოლოგიურად ფილტრავს მავნე ნივთიერებებს, ხელისუფლების მხრიდან ტურიზმზე საუბარი ცინიკურია, თბილისის იერსახე მახინჯდება,“ - განაცხადა ჩხარტიშვილმა.
ჩხარტიშვილის თქმით, ხვალ, 18:00 საათზე, დინამოს კორტების ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. მსგავსი აქცია ''დინამოს'' ტერიტორიაზეც იგეგმება.
კონსერვატორის სარჩელზე თბილისის მერია კომენტარს არ აკეთებს.