პოლიტიკა
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები: თბილისი

1-pool-Sedegebiსაქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საქართველოს მოსახლეობას 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები, 16 ივნისის 09:00 სთ-ის მდგომარეობით გააცნო.

ჟვანიას განცხადებით, სულ 1931 ოქმიდან ცესკოში შეტანილია 5680 ოქმის შედეგები.
თბილისში 559 უბანია დათვლილი, დაახლოებით 77%-მდე. თბილისში სულ მერობის 14 კანდიდატია და შედეგები ამ დროისთვის ასეთია:

კახა კუკავა № 1 – 2.38%;

დიმიტრი ლორთქიფანიძე № 3  - 12.86%;

ნიკანორ მელია №5 – 27,69%;

გიორგი გაჩეჩლაძე №6 – 1,17%;

მიხეილ სალუაშვილი №7 – 0,33%;

ირმა ინაშვილი №8 - 5.32%;

სერგო ჯავახიძე №9 – 0,34%;

ირაკლი ღლონტი №11 – 0,35%;

გიორგი ლაღიძე №13 – 0,11%;

თეიმურაზ მურმანიძე №18 – 0,5%;

ასმათ ყაბლაძე №20 – 2,44%;

გიორგი ლილუაშვილი №30 – 0,12%;

როინ ლიპარტელიანი №36 – 0,11%;

დავით ნარმანია №41 – 46,27%. 

თუ წინასწარი მონაცემები არ შეიცვალა, ანუ არც ერთმა კანდიდატმა 50% ბარიერი არ გადალახა. დედაქალაქში მეორე ტური გარდაუვალია.