სამართალი
საქინფორმი: 17.00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ მთელი საქართველოს მასშტაბით 34,64% შეადგინა, რაც უპრეცედენტოდ დაბალი მაჩვენებელია

1-aktivoba-samart-2საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მედიას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. როგორც ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოცემული დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა 1,188,215-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის  34,64%-ია.  2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა იყო 39%.

ეკა აზარაშვილმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მას შემდეგ რაც ცესკო მიიღებს საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს, ეს დოკუმენტები დაუყოვნებლივ აიტვირთება ცესკოს ვებგვერდზე  results.cec.gov.ge და ყველას ექნება საშუალება, თვალი ადევნოს ამ პროცესს.

ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ უკვე საბოლოო, 20:00 საათის მონაცემებს ცესკო 20:30 სთ-ზე გამოაცხადებს.

ცესკოს სპიკერმა ასევე შეახსენა ამომრჩევლებს, რომ საარჩევნო უბნების დახურვამდე დარჩა 2 საათზე ნაკლები და კიდევ ერთხელ მოუწოდა - მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ არჩევანი.