უცხოეთი
საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. გუშინ რფ-ის საელჩოსთან კიევში რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა. მათ ავტომობილის საბურავები მიიტანეს და დიპლომატიური მისიის შენობიდან გასასვლელი გადაკეტეს. მოგვიანებით აქტივისტებმა შენობის ფასადს ბრილიანტის მწვანეთი გავსებული კვერცხები დაუშინეს, საელჩოსთან მდგარი ვტომანქანების საბურავებიც ბრილიანტის მწვანეთი დათხუპნეს და ჩაფუშეს. მოპიკეტეებმა რუსეთის დროშა ჩამოგლიჯეს, შენობის ფასადთან ქვაფენილის აყრა და მანქანების გადაყირავება დაიწყეს. საღამოსთვის 500-600 მოპიკეტე მოგროვდა. შენობას კვამლის კოჭები და ასაფეთქებელი პაკეტები ესროლეს, დიპმისიის თითქმის ყველა ფანჯარაში მინები ჩაიმსხვრა...