აქტუალური
საქინფორმი: დარღვევები მარნეულში."მრავალეროვანი საქართველო" საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მოხსნას ითხოვს

1-marneuli-aqtu-1საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველო" მარნეულში ლეშბადინის #42 საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მოხსნას ითხოვს. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, კომისიის მდივანმა ქართულად წერა-კითხვა არ იცის და ამომრჩეველთან კომუნიკაციის დამყარება უჭირს. ამასთანავე, ლეშბადინის #42 საარჩევნო უბანზე "მრავალეროვანი საქართველოს" წარმომადგენელმა დარღვევები დააფიქსირა. კერძოდ, საარჩევნო კაბინაში ერთდროულად ორი ამომრჩეველი შევიდა. ერთ-ერთი მსგავსი ფაქტის დაფიქსირების დროს საქმეში კომისიის მდივანი ჩაერია, რომელმაც ამომრჩეველს საარჩევნო ბიულეტენები ხელიდან გამოსტაცა.

აღნიშნულთან დაკავშირებით დამკვირვებლებმა საჩივარი დაწერეს და აცხადებენ, რომ კომისიის მდივნის ამ ქმედებით საარჩევნო პროცესის ფარულობა დაირღვა.

ამასთანავე, მარნეულში საარჩევნო უბნის გარეთ დარღვევებზე ლაპარაკობენ "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები. მათი განცხადებით, მარნეულში, თაქალოს საარჩევნო უბანთან, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს "ქართული ოცნების" აქტივისტებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.