სამართალი
„დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით თბილისში, ფონიჭალაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოთხი მხარდამჭერის ცემის ფაქტზე“ - შსს-ს განცხადება

1-giorgobian-samart-1საქართველო, 15 ივნისი. საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით თბილისში, ფონიჭალაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოთხი მხარდამჭერის ცემის ფაქტზე. მიმდინარეობს ყველა აუცილებელი და კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო ღონისძიება დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენა-დაკავების მიზნით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დაზარალებულები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, მათ შორის, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე სამინისტრო რეაგირებას ოპერატიულად, კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად მოახდენს.