საზოგადოება
საქინფორმი: „სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო კომისიებში საჩივრები შეიტანა

1-samartliani-arCevn-saz-3საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, რომელიც მონიტორინგს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს, ამ დროისათვის დააფიქსირა შემდეგი სახის დარღვევები:
საარჩევნო მასალების გატაცების 1 შემთხვევა: მარტვილის საარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო უბნიდან გატაცებული იქნა საარჩევნო დოკუმენტაცია (ბიულეტენები, ბეჭდები). ამ დროისათვის დადგენილია გატაცებული მასალის ადგილმდებარეობა. მიმდინარეობს გამოძიება. აღნიშნულ უბანზე რეგისტრირებულია 380 ამომრჩეველი.

უბანზე აგიტაციის 1 შემთხვევა: ამომრჩეველი ლანჩხუთის საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა 41 ნომრიანი მაისურით.

უბаნზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა: სიღნაღის #1 და #30 საარჩევნო უბნებზე “არასაპარლამენტო ოპოზიციისა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები იმყოფებიან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის სტატუსით. ხოლო ასპინძის #1 საარჩევნო უბანზე “ნინო ბურჯანაძე - ერთიანი   ოპოზიციის” კანდიდატი საარჩევნო უბანზე იმყოფება დამკვირვებლის სტატუსით. საარჩევნო კოდექსის თანახმად, კანდიდატს  უფლება არა აქვს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში. ასევე კანდიდატს არ აქვს უფლება ჰქონდეს დამკვირვებლის სტატუსი.

პროცედურის დარღვევა, რამაც ბიულეტენების ბათილობა გამოიწვია: ზუგდიდის ოლქის 89-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში კომისიამ არ მოათავსა საკონტროლო ფურცელი, რის შედეგადაც პროცესი შეყოვნდა, გაბათილდა 5 ბიულეტენი, საარჩევნო ყუთი განმეორებით დაილუქა და კენჭისყრა გაგრძელდა.

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საარჩევნო კომისიებში შეტანილია 9 საჩივარი.