საზოგადოება
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, ნაპოვნი ბიულეტენები დალუქული და ხელუხლებელი იყო და დაუბრუნდა საარჩევნო უბანს.
ამასთან, ცნობილი ხდება მეორე ფაქტის შესახებ, ზუგდიდის #32 და #92 საარჩევნო უბნებზე გარდაცვლილი გოგიტა აბულაძის ახლობლები კენჭისყრის ჩაშლას ცდილობენ.
უბნიდან გატაცებული იქნა საარჩევნო დოკუმენტაცია (ბიულეტენები, ბეჭდები). ამ დროისათვის დადგენილია გატაცებული მასალის ადგილმდებარეობა. მიმდინარეობს გამოძიება. კენჭისყრა კი განახლდა.
დილითვე კიდევ ერთი სამწუხარო ცნობა გავრცელდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ახალქალაქის მე-4 უბანზე უბნის გახსნამდე გულის შეტევით გარდაიცვალა საუბნო კომისიის წევრი ლევონ საპონჯიანი.
საარჩევნო ადმინისტრაცია გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.