სამართალი
დეპუტატების მანქანებს „პლიონკები“ ააფხიკეს

deputatebis-manqanebiპარლამენტის დეპუტატების სამსახურეობრივ მანქანებს, რომელთაც საქარე მინების დამუქების მიზნით „პლიონკები“ ჰქონდა გადაკრული, უკვე დაუწყეს აძრობა.
ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეების სამსახურეობრივი დანიშნულების „ფოლცვაგენები“ ერთი წლის წინათ შეიძენეს. ამ მანქანებს მინები ქარხნული წესით არ ჰქონდა დამუქებული; ამისათვის მაშინ პარლამენტის ბიუჯეტიდან გამოიყო თანხა.
მას შემდეგ, რაც შსს-ს მიერ მინების დაბურვასთან დაკავშირებით ახალი წესები დადგინდა, პარლამენტის შესაბამისი სამსახური იძულებული გახდა, რომ დეპუტატების მანქანების საკმაოდ მაღალი პროცენტით დაბურულ მინებიდან „პლიონკების“ ჩამოხევა დაეწყო. ამ ეტაპზე თითქმის ყველა დეპუტატის სამსახურეობრივ მანქანაზე „პლიონკები“ ახსნილია, დარჩა ერთი-ორი ვიცე-სპიკერის მანქანები, რომელთა სამსახურეობრივ მანქანებს ჯერ კიდევ 100-პროცენტიანი დაბურული მინები აქვს.