საზოგადოება
საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. 12:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 571 123-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 16,65%-ია. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა საინფორმაციო ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.როგორც ეკა აზარაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, 1 მაისის მონაცემებთან შედარებით, ამომრჩეველთა სია 43 024-ით შემცირდა. მისივე თქმით, მოქალაქეები, რომლებსაც არ გააჩნდათ იურიდიული ძალის მქონე პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ვერ მიიღებდნენ კენჭისყრაში მონაწილეობას, თუ დროულად არ აიღებდნენ პირადობის დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტს მაინც. შესაბამისად, იმ მოქალაქეების მონაცემები, რომლებმაც აღნიშნული პროცედურა ვერ გაიარეს, იუსტიციის სამინისტროსგან ცესკოს არ გადასცემია.