აქტუალური
კრიმინალური ავტორიტეტი მაისურაძე, მეტსახელად „სტარიჩოკა“ ჩაცხრილეს

1-Starichok-aqtსაქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. თელავში დღეს  დილით 35 წლის არჩილ მაისურაძე, მეტსახელად „სტარიჩოკა“ ჩაცხრილეს.
აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოების სამსახური ადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ მაისურაძე წარსულში ნასამართლევი კრიმინალური ავტორიტეტი იყო. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 35 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით არაერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.