სამართალი
გურიაში გადაუღებლად წვიმს, რამაც რეგიონის სამი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დააზარალა, მაგრამ ყველას უხარია - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გურიის მოსახლეობის დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვამს!

1-gza-sam3საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოვლენების საქმის კურსში იმყოფება და საჭიროების შემთხვევაში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში დაუყოვნებლივ ჩაერთვება.

ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მცირე მეწყერული ჩამონაშალია დაფიქსირებული საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე. ასევე, განადგურდა საყანე ფართობები, დაზიანდა მილხიდები და სანიაღვრე არხები. ასევე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში მდინარე სუფსაზე არსებული დამბა გაირღვა და წყალი 70-ზე მეტი ოჯახის კერძო საკუთრებაში მიედინება.

პირველად სამუშაოებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აწარმოებენ. ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.