სამართალი
ვანო მაჭავარიანი: “განცხადება მარგველაშვილის თხოვნით დავწერე...”

1-macha-sam1საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. პრეზიდეტის ყოფილი მრჩევლის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, მან თანამდებობა გიორგი მარგველაშვილის თხოვნით დატოვა.

ჩვენ ვიყავით კიევში, სადაც იყო შეხვედრა ბაიდენთან, პოროშენკოსთან. კიევიდან დაბრუნების შემდეგ გიორგიმ მთხოვა, რომ წავსულიყავი და მიზეზების შესახებ შემდეგ დამელაპარაკებოდა. მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, მე გავიზიარე მისი თხოვნა და დავწერე განცხადება. დანარჩენი დეტალები ჯერ არ ვიცი. რა კონფლიქტი უნდა მოგვსვლოდა. 40 წელია ერთმანეთს ვიცნობთ და ვმეგობრობთ“, -განაცხადა მაჭავარიანმა. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ გიორგი მარგველაშვილმა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება პრემიერის მოთხოვნით მიიღო, როგორც ვანო მაჭავარიანმა განმარტა, გიორგი მარგველაშვილს, მგონი, თვითონ აქვს იმის უნარი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა ჩათვალოს რა არის მისთვის და კონკრეტულად ამ ინსტიტუტისთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩემთვის მიზეზი ბოლომდე არ არის ცნობილი. დავილაპარაკებთ, ალბათ, მომავალ კვირას და უფრო მეტი დეტალები მეცოდინება“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა „პირველ რადიოსთან“ საუბრისას.