პუბლიკაციები
“ჩვენ ვიცით საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების შესახებ და მათ ვპასუხობთ დადებითად, რისი გამოხატულებაც არის 27 ივნისს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა!” - თქვა ბაროზუმ და იქვე შენიშნა…

1-Barozu-saz1საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: ეს არის უდიდესი სტიმული საქართველოს ეკონომიკისთვის, მნიშვნელოვანია სტაბილურობის მინიჭებისთვის საქართველოსთვის. ხელშეკრულება ეხება საერთო ღირებულებებს. იგი ეხება არა მარტო საქართველოს ბიზნესს, არამედ ქართველ მომხმარებლებს და ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის ზრდას და ურთიერთობების სტაბილურობას".
საქინფომი სთხოვს მკითხველებს, ყურადღებით მოუსმინონ ამ პრესკონფერეციის სრულ ვიდეოჩანაწერს და მიაქციონ ყურადღება იმ ფრაგმენტს, სადაც ბაროზუ ევროკავშირსა და ევრაზიულ საბაჟო კავშირს შორის განსხვავებებლაპარაკობს. ერთის მხრივ, ის ამბობს, რომ მსგავსი სავაჭრო ხელშეკრულებები საქართველოს შეუძლია „ნებისმიერთან დადოს“, მეორ მხრივ, იქვე აზუსტებს, რომ საქართველოს ორივე კავშირში ყოფნა ტექნიკურად შეუძლებელია!

„ასოცირების შეთანხმება საქართველოს ევროკავშირთან უპრეცედენტოდ დააახლოებს ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტების დანერგვის გზით, რაც, ფაქტობრივად, შეუქცევადს გახდის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. საქართველოს მთავრობა მზადაა, ეფექტიანად გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ მალე მიიღოს შეთანხმებით გათვალისწინებული სარგებელი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.