პოლიტიკა
საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კოალიციის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უპრეცედენტო იყო. "ვერ დამისახელებთ ვერცერთ მაგალითს, როდესაც მმართველი გუნდი ხსნის საკუთარ კანდიდატურას, და მაშინ, როდესაც ამ კანდიდატს გამარჯვება პრაქტიკულად გარანტირებული აქვს. ჩვენ ამ ჟესტით "ნაციონალურ მოძრაობას" არ მივეცით ამ მეტად მნიშვნელოვან რაიონში სახიფათო თამაშის და პროვოკაციების წამოწყების საბაბი. ჩვენი გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ ვამკვიდრებთ მაღალ პოლიტიკურ კულტურას საქართველოში", - განაცხადა პრემიერმა.