საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. გამოკითხვაში „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ნდობის რეიტინგი“ მონაწილეობა მიიღო 1000-მა რესპონდენტმა. სოციოლოგიური გამოკითხვა თბილისში 2014 წლის 30 მაისს შერჩევითი პრინციპით ჩატარდა და მას ორგანიზაციის მთავარი სოციოლოგი ნინო ღაჭავა ხელმძღვანელობდა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები ასე გადანაწილდა:
იღებთ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას?
დიახ - 58,6%
არა - 22,8%
არ ვიცი - 14 %
მიჭირს პასუხის გაცემა - 4,6%
იცნობთ თუ არა თბილისის მერობის კანდიდატების სააარჩევნო პროგრამებს?
დიახ - 52,6%
არა - 27,8%
მხოლოდ სლოგანებით - 19,6%
თბილისის მერის თანამდებობაზე, რომელი კანდიდატი მოგწონთ?
დავით ნარმანია (კოალიცია „ქართული ოცნება“) - 52,8%
დიმიტრი ლორთქიფანიძე („ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“) - 22,8%
ნიკა მელია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) - 13,8%
ირმა ინაშვილი („პატრიოტთა ალიანსი“) - 2,6%
კახა კუკავა („გაერთიანებული ოპოზიცია“) - 2%
არც ერთი - 2%
ასმათ ტყაბლაძე („ლეიბორისტული პარტია“) - 1,1%
ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი - 1,4%
ირაკლი ღლონტი (პარტია „რეფორმატორები“) - 1%
სხვა - 0,5%
თქვენი აზრით, ახალმა გამგებელმა და საკრებულოებმა რომელ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხში უნდა შეცვალონ სტრატეგია შედეგის მისაღწევად?
მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება - 16%
სოციალური დახმარებების გაუმჯობესება - 49%
სხვა - 19%
ტურისტული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა - 16%
რამდენად სამართლიანია წინასაარჩევნო გარემო?
სამართლიანია - 60%
მიჭირს პასუხის გაცემა - 27,2%
არ არის სამართლიანი - 12,8%
რა განაპირობებს თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას?
ხელისუფლებისადმი ნდობა - 60%
საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა - 18,4%
მოქალაქეების აქტივობა და რწმენა სამართლიანი არჩევნებისადმი - 12,2%
საერთაშორისო დამკვირვებლების ყურადღება - 9,4%