ყირიმის სცენარის არგანმეორების შესახებ პოლონეთის განცხადების შემდეგ ლავროვი ხმამაღლა იცინოდა
საქართველო, 13 ივნისი,
საქინფორმი. რუსეთის რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი
სერგეი ლავროვი გაამხიარულა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ
რადოსლავ სიკორსკის სიტყვებმა რუსეთის გარანტიების შესახებ იმის თაობაზე, რომ ყირიმის სცენარის განმეორება სხვა ტერიტორიებზე შეუძლებელია, ამის შესახებ პოლონური Gazeta Wyborcza წერს.
„მოხარული ვიქნები, მოვისმინო გარანტიები რუსეთის მხარისგან, რომ ყირიმის სცენარი არ განმეორდება“, - განაცხადა სანკტ-პეტერბურგში, დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შედეგების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რადოსლავ სიკორსკიმ. ამ სიტყვების გაგონებისას სერგეი ლავროვი ხმამაღლა იცინოდა, რითაც საკმარისად შეაცბუნა კოლეგები და დამსწრე ჟურნალისტები, რომლებიც დიდხანს მსჯელობდნენ, თუ რას ნიშნავდა ეს.