ექვსმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ამერიკის თავზე იფრინა, შემდეგ კი უკან გაფრინდა
საქართველო, 13 ივნისი,
საქინფორმი. როგორც Washington Post იუწყება, რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების შორეული ავიაციის 4 სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-95 და ორი თვითმფრინავი Ил-78 ალიასკის შტატის ალეუტის კუნძულების რაიონში ამერიკულ რადარებზე გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც მათ ჩამოსაგდებად აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების გამანადგურებლები F-22 გაუშვეს, ორი რუსული თვითმფრინავი თავისი სავარაუდო ავიაბაზისკენ მიბრუნდა ანადირში, დანარჩენმა ორმა კი ფრენა განაგრძო სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით.
21:30 საათზე აშშ-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ზონაში, ჩრდილოეთ კალიფორნიის სანაპიროებთან მათ ჩამოსაგდებად ორი ამერიკული F-15 გაუშვეს, რის შემდეგაც რუსული მანქანები შებრუნდნენ და თავისი ავიაბაზისკენ გაფრინდნენ.