სამართალი
საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა და ნარკოლოგმა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს ე.წ. ბიონარკოტიკის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს.
შეხვედრაზე შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსმა სოფო კილაძემ სტუდენტებს განუმარტა, რომ 1 მაისიდან ამოქმედდა კანონი „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“. კანონის თანახმად, იკრძალება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ან უკანონოდ გატანა, შესაბამისად, მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის წესით ისჯება.ნარკოლოგმა ზურაბ სიხარულიძემ ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენის შესახებ ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ანტინარკოტიკული კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“, მიზანი კი ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების სათანადო ინფორმირებაა.