სამართალი
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავა

1-pistol-samart1საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული ერეკლე . და 1992 წელს დაბადებული გიორგი . ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ერეკლე . - გუდაურის ქუჩაზე, ხოლო გიორგი . კოსტავას ქუჩაზე დააკავეს. ერეკლე - პირადი ჩხრეკისასტე-ტე-ს სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი 1 მჭიდით და 6 საბრძოლო ვაზნით, გიორგი - პირადი ჩხრეკისას კიმაკაროვისისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი 1 მჭიდით და 7 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.