სამართალი
ციხე იყიდება

mexute-sapyrobileპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე ვარაუდობს, რომ № 5 სასჯელაღსრულებითი დაწესებულების შენობა, შესაძლოა, გაიყიდოს. მისი თქმით, მეხუთე დაწესებულება რემონტს არ საჭიროებს და, სავარაუდოდ, ამ ტერიტორიაზე ინვესტორის ინტერესი იკვეთება, რადგან სხვაგვარად რთული წარმოსადგენია, რატომ იცლება 3-სართულიანი კორპუსი, რომელიც ევროკავშირის დახმარებით გარემონტდა.
„მატროსოვის ქუჩაზე მდებარე მეხუთე ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებიდან 40 განსასჯელი გლდანის მერვე იზოლატორში გადაიყვანეს. მიზეზი ისაა, რომ ეს ტერიტორია პატიმრებისგან მთლიანად უნდა დაიცალოს. ქალები რუსთავის ახალ დაწესებულებაში გადაჰყავთ, არასრულწლოვანი ვაჟები - გლდანში, რომლის ინფრასტრუქტურაც ზრდასრულებზეა გათვლილი,“ - აცხადებს ლორთქიფანიძე.