პუბლიკაციები
ჟოზე მანუელ ბაროზუ: „ჩვენ არ ვახდენთ დემოკრატიის ექსპორტს, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა! მიგულეთ საქართველოს მეგობრად!“ - მარგველაშვილმა სააკაშვილის სასახლით ევროკომისიის პრეზიდენტი გააოცა

1-mtavari-titiსაქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზ პირისპირ შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს და ყურადღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების  ხელმოწერისა და შემდგომი სამოქმედო გეგმის დეტალებზე გაამახვილეს. საუბარი შეეხო ვროკავშირთან  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ასევე გიორგი მარგველაშვილმა და ჟოზე მანუელ ბაროზუმ  რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს და საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზეც იმსჯელეს. მათ  ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაამახვილეს ყურადღება. გიორგი მარგველაშვილმა  ჟოზე მანუელ ბაროზუს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერისთვის როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხრივ, ისე ევროინტეგრაციის თვალსაზრისით.

საქართველოს პრეზიდენტმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მიგულეთ საქართველოს მეგობრად!“, - ასე მიმართა ჟოზე მანუელ ბაროზუმ ქართულ საზოგადოებას სიტყვით გამოსვლისას (პრესკონფერენციის ვიდეოჩანაწერ იხილეთ აქ).

ჟოზე მანუელ ბაროზუს პატივსაცემად პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური ვახშამი გაიმართა.

1-diadoba-saz2-qvem1 1-xelebisshla-saz2-qvem2