პოლიტიკა
მაგალითად, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.
"საქართველოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული თანადგომისთვის, ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცე მხარდაჭერისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ მინდა დავაჯილდოვო ოქროს საწმისის ორდენით და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა მას ქართველი ხალხის სახელით", -განაცხადა მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ჟოზე მანუელ ბაროზუმ საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის სიურპრიზი იყო.