სამართალი
„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბთან ცინდელიანის და ქარდავას ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

1-pandemoniumi-sam3საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. გუშინ, 11 იფნისს, გაუჩინარებული დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს, რომელიც სამ საათს გაგრძელდა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, რომლებიც აქციის მონაწილეებს პარტიის ოფისთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა–შემოხლას ჰქონდა ადგილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატ თენგიზ გუნავასთან შეხვედრის შემდეგ ცინდელიანისა და ქარდავას ოჯახის წევრებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.  რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე, რომელიც, თენგიზ გუნავას ინფორმაციით, „ოჯახში“ შედგა, დავით ცინდელიანის ოჯახმა არ გაასაჯაროვა. თენგიზ გუნავამ საპროტესტო აქციას ხელისუფლების მიერ მართული უწოდა და  აღნიშნა, რომ აქციაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც შენიშნა.

გარდაცვლილი რეინჯერის დედის განცხადებით, თუ ოჯახის მოთხოვნა არ შესრულდება, აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს. „დღეს აქ ჭუბერი მოვიდა, ხვალ და ზეგ მთელი სვანეთი მოვა“, - თქვა თამარ არღვლიანმა.

1-crowd-sam3-qvem