სამართალი
კახა კალაძე ნინო ბურჯანაძესთან 26 მაისის თემაზე დისკუსიაში შესვლას არ აპირებს

1-Kaxi-sam2საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. “საქინფორმი” მცირედი შემოკლებით გთავაზობთ ბატონი კახა კალაძ განცხადებას, რომელიც მან 2011 წლის 26 მაისის მოვლენების შემდეგ გაავრცელა:

„საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ზუსტად 20 წლის შემდეგ, ღამით მოხდა შემზარავი ტრაგედია, სამართალდამცავთა მიერ სასტიკად იქნა დარბეული მშვიდობიანი მიტინგის მონაწილენი, ასაკისა და სქესის განურჩევლად დაუნდობლად, უმოწყალოდ ცემეს აქციის თითქმის ყველა მონაწილე. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის, ასევე სახალხო დამცველის მიერ აღიარებულ იქნა, რომ პოლიციამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა. თვითმხილველთა განცხადებებით და მასობრივი საინფორმაციო საშუალებათა მიერ გავრცელებული კადრებიდან კარგად ჩანს, თუ როგორ გამოიყენა დროის უმოკლეს მონაკვეთში სპეციალური დანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი და მხუთავი გაზი, რეზინის ტყვიები და ბოლოს როგორ უმოწყალოდ უსწორდებოდნენ უკვე დაპატიმრებულ, ძირს დაგდებულ ხელ-ფეხ შეკრულ ადამიანებს. არ შეიძლება ოცდამეერთე საუკუნის საქართველო ერთ ნაბიჯს ევროკავშირისაკენ დგამდეს და ორი ნაბიჯით უკან მიდიოდეს ავტოკრატიისა და დიქტატურისაკენ. არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახელმწიფო მოხელენი არიან ხალხის მიერ დაქირავებულნი.

გამოვთქვამ სურვილს, რომ საქართველოს ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს ეყოფათ გონიერება და აღნიშნული სისხლიანი აქცია აღარასოდეს განმეორდება, ისევე, როგორც არ განმეორდება ადამიანთა გაუგებარი მიზეზებით მასობრივი დაპატიმრება“.