„ცენტრ-პოინტისა“ და „დექსუსის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება
20 ნოემბერს მეტროსადგურ „წერეთლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო კომპანიების: „ცენტრ-პოინტისა“ და „დექსუსის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება.
„ცენტრ-პოინტისა“ და „დექსუსის“ კლიენტების ცნობით, „ცენტრ-პოინტისგან“ უფლებამოვალეობების გადაბარების შემდეგ, „დექსუსი“ სახელშეკრულებო კონტრაქტს ცვლის და კლიენტებს, ბინის სრული ღირებულების გარდა, დამატებით 18%-ს არიცხვინებს.
„დაარღვიეს ხელშეკრულების მრავალი პუნქტი. ამასთანავე, ბინებს გალესილ მდგომარეობაში არ გვაბარებენ, რაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული. ბინის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო და 2008 წელს უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ჯერაც არ დაუსრულებიათ“,- აცხადებენ უკმაყოფილო კლიენტები.
გავრცელებული ინფორმაციით „დექსუსის“ არაოფიციალური მფლობელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილია.