აქტუალური
ალბანეთის თავდაცვის მინისტრი მიმი კოდელი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ქართულ-ამერიკულ სწავლებას „Agile Spirit 2014” დაესწრო, სადაც აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდიც იმყოფებოდა

1-Alasania-Aq3საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს და ალბანეთის თავდაცვის მინისტრები ირაკლი ალასანია და მიმი კოდელი წვრთნების შტაბის შენობას ეწვივნენ, სადაც საერთაშორისო სწავლების მიმდინარეობას გაეცნენ და სამხედრო წვრთნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს. ვაზიანში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი.

„დღეს ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ მიმდინარეობს ქართულ-ამერიკული სწავლება „Agile Spirit”. სიახლეა იმ კუთხით, რომ ამ შემთხვევაში უკვე ბრიგადის დონეზე მიმდინარეობს ერთობლივი საშტაბ წვრთნები, ერთობლივი ამოცანების დასახვა და აღსრულება. ამერიკის შეერთებული შტატებიდან 350-მდე სამხედრო მოსამსახურეა ჩამოსული. ამას მომავალში რეგულარული ხასიათი ექნება. ნატოს სამხედრო წარმომადენლებთან და განსაკუთრებით ამერიკელებთან ერთად წვრთნები მომავალშიც მუდმივად გვექნება“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

1-alasania-Qvem