აქტუალური
მიმი კოდელი: “ნატო იყო ჩვენი საერთო ოცნება, საქართველო კი იმსახურებს ამ ოცნების ახდენას, ისევე, როგორც ეს ალბანეთის შემთხვევაში ხუთი წლის წინ მოხდა!”

1-Mimi-actual-2საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ალბანეთის თავდაცვის მინისტრ მიმი კოდელის საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ უმასპინძლა.

ირაკლი ალასანიამ სტუმარს ახლო მომავალში საქართველოსა და ალბანეთის თავდაცვის უწყებებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება და ალბანელი სამხედროებისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულისა და ზამთრის კურსების გავლა შესთავაზა.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მინისტრ ალასანიას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე მის მიერ გაწეული უდიდესი ძალისხმევისთვის.

ალბანეთი ნატოში 2009 წელს გაწევრიანდა. ჩვენ, როგორც ნატოს ყველაზე ახალი წევრი ქვეყნის წარმომადგენლები, ვიმყოფებით საქართველოში, რათა გაწევრიანების პროცესში გამოცდილება გაგიზიაროთ. მინდა, თქვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართ ალბანეთის სრული მხარდაჭერა გამოვხატო. ნატო იყო ჩვენი საერთო ოცნება, საქართველო კი იმსახურებს ამ ოცნების ახდენას, ისევე, როგორც ეს ალბანეთის შემთხვევაში ხუთი წლის წინ მოხდა. ნატოს ოპერაციებში თქვენი წვლილი თვალსაჩინო პარტნიორობის ნათელი მაგალითია. ქართველი სამხედროების მიერ ავღანეთის, კოსოვოსა და ერაყის ოპერაციებში შეტანილი წვლილი სამაგალითო უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვისაც. საქართველო მალე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) სრულფასოვანი წევრი გახდება და ამ პროცესშიც საქართველოს ალბანეთის სრული მხარდაჭერა აქვს", - განაცხადა ალბანეთის თავდაცვის მინისტრმა.