აქტუალური
“აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ გამომძიებლები ავღანეთში ხუთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის მიზეზად თავისიანებისთვის გახსნილ ცეცხლს განიხილავენ”, - განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კონტრადმირალმა ჯონ კირბიმ: “ხუთი ამერიკელი გუშინ ავღანეთის სამხრეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. გამომძიებლები თავისიანებისთვის ცეცხლის გახსნის შედეგად დაღუპვის შესაძლებლობას განიხილავენ”.
“შემიძლია დავადასტურო, რომ ისინი არჰანდაბის პროვინციაში საკუთარი დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ”, - განაცხადა ღულამის პროვინციის პოლიციის უფროსმა სახი როხლევანიმ.
ავღანეთის არმიის წარმომადგენელმა მოსინ ხანმა დასძინა, რომ ნატოს ჯარისკაცებთან ერთად “მეგობრულ ცეცხლს” ავღანელი ჯარისკაცი და თარჯიმანიც ემსხვერპლნენ.