საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მიმი კოდელის საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ღია მხარდაჭერისათვის

1-margvelaსაქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ალბანეთის თავდაცვის მინისტრს მიმი კოდელის შეხვდა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში საქართველო-ალბანეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.  საუბარი ასევე შეეხო ალბანეთის გამოცდილების გაზიარებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების თვალსაზრისით. აღინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიღწევები ნატოსთან ურთიერთობის მიმართულებით.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს უელსის სამიტის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვეს, რომ ალბანეთთან და სხვა ქვეყნებთან აქტიური თანამშრომლობა დადებითად აისახება სექტემბერში დაგეგმილ ნატოს სამიტზე.